უკრაინის ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის დამცველები აგრძელებენ ოპერაციას შავ ზღვაში, კუნძულ „ზმეინზე“, სადაც მათ მოახერხეს დარტყმის განხორციელება კიდევ ერთ „პანცირის“ სარაკეტო სისტემაზე. გარდა ამისა, უკრიანელმა სამხედროებმა გაანადგურეს 40 ოკუპანტი და არაერთი რუსული ტექნიკა.
მათივე თქმით, გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ წარმატებით შეასრულა 7 საჰაერო დარტყმა საბრძოლო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტების, მოწინააღმდეგის აღჭურვილობის და საბრძოლო მასალების ორი საცავის წინააღმდეგ.