უკრაინის ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, მიკოლაივისა და ხერსონის რაიონებში უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო და საავიაციო შენაერთებმა მოწინააღმდეგის საყრდნობ პუნქტსა და საწყობებს დაარტყეს.
მათივე ცნობით, დობრიანკას (ხერსონის ოლქი) რაიონში, 10-მდე ოკუპანტისგან შემდგარი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ცდილობდა უკრაინის ქვედანაყოფების ზურგის მხარეს გადასვლას, თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 5 რუსი, დაშავდა კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი, ამიტომ სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა უკან დაიხია.
ამასთან, სარდლობის ცნობით, ოკუპანტებმა სცადეს შტურმი ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში, მიროლიუბოვკას მახლობლად, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.