18:14
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
უკვე დათვლილია, საშუალოდ რამდენ ლარს ხარჯავდა აჭარაში 1 უცხოელი ტურისტი 1 დღეში
29-08-2016
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განაცხადეს, კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება, 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

მათი ცნობით, როგორც კვლევამ აჩვენა, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარას 42,7% ინდივიდუალური მოგზაური, ხოლო 35,2% ჯგუფური მოგზაური სტუმრობს და მათი უმრავლესობა რეგიონში საშუალოდ 4 ღამით რჩება.

"კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს ეხება, გაზრდილია ერთი ტურისტის მიერ რეგიონში 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, რაც საშუალოდ 451.15 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები