რა ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ჰიგიენური საფენების შეძენის დროს.პირველი და მთავარი არის, რომ პროდუქტი რაც შეიძლება ხარისხიანი მასალისგან იყოს დამზადებული და მასზე მითითებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს სიმართლეს. ამისთვის უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ ევროპულ ბრენდზე, რადგან ალბათობა იმისა, რომ მწარმოებელი იტყუებოდეს თითქმის არ არსებობს.მეორე არის მისი ზომა და ტევადობა, თუ რამდენ მილილიტრ სითხეს შეიწოვს, რომელიც პროდუქტზე წვეთების სახითაა მინიშნებული. მაგალითად მინიმალური მოცულობის არის 2 წვეთიანია და ის 45 მილილიტრ სითხეს იტევს, 3 წვეთიანი 55, 4 წვეთიანი-60. 5-70 და ა.შ.ასევე უნდა გაითვალისწინოთ მისი ზედაპირი და არჩევანი გააკეთოთ ინდივიდუალოურად. მაგალიტად ორი იდენტური საფენის შემთხვევაში, რომლებიც მაგალითად ორივე 3 წვეთიანია, იტევს ერთიდაიგივე მოცულობის სითხეს, თუმცა მათშორის სხბაობა ზედაპირშია. ერთის ზედაპირი არის სინთეტიკური, მეორეც სინთეტიკურია, თუმცა არის მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის სპეციალურად დამუშავებული. მართალია ისინი ერთი მოცულობის სითხეს ერთნაირად იტევენ, თუმცა ბამბისმაგვარ ზედაპირიანი საფენი შედარებით ნელა ახერხებს სითხის შეწოვას, სინთეტიკური კი მომენტალურად. ამიტომ ორი ერთიდაიგივე ბრენდისა და მოცულობის საფენს შორის, არის ეს ორი სხვაობა და არჩევანი ინდივიდუალურად, თქვენი სურვილის მიხედვით უნდა გააკეთოთ. რაც შეეხება სურნელოვან ჰიგიენურ საფენებს, ესეც მომხმარებლის გემოვნებაზე დამოკიდებული რომელს შეიძენს. თუ პროდუქტი არომატებითაა გაჯერებული ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მის შეფუთვაზე, რადგან მომხმარებელს ქონდეს არჩევანის საშუალება. თუ სურნელოვანი პროდუქტი გირჩევნიათ, უმჯობესია არომატი არ იყოს ძალიან მძაფრი, რადგან არომატიზატორებიც შესაძლოა იყოს ალერგიული. საფენის სისქე არ არის დამოკიდებული მის ტევადობასთან. ამიტომ მეტი კომფორტისთვის უმჯობესია შეიძინოთ თხელი საფენი, რომელსაც ექნება დამცავი ფრთები და ასევე მარტივად დამაგრდება.