რამდენიმე დღის წინ ექიმმა ლელა ჯღამაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. პოსტში ექიმი იმ ადამიანებს სთავაზობდა დახმარებას, ვინც ვერც სასწრაფოში რეკავს და ვერც ოჯახის ექიმს უკავშირდება. მის წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც თავად ამბობს, უამრავი ადამიანი ურეკავს დღის განმავლობაში და უკვე ასეულობით ადამიანი გადაარჩინა.