ხრტილიანი თევზების კლასის და ქორდიანების ტიპის, ცხრა სახეობით წარმოდგენილი თავჩაქუჩა ზვიგენი, რომლის ეპატაჟური გარეგნობა სრულად შეესაბამება მის არაპროგნიზერებად ბუნებას, ერთ-ერთი ყველაზე უმოწყალო, დაუნდობელი თევზია, რომელიც თეთრი და ვეფხვისებრი ზვიგენის შემდეგ მესამე პოზიციით ლიდერობს განსაკუთრებით სახიფათო მტაცებლების გრძელ ნუსხაში. მართალია, მწირი ინფორმაცია მეცნიერებს არ აძლევს თევზის წარმომავლობის და რთული ევოლუციის დეტალურად შესწავლის საშუალებას, მაგრამ არსებული მონაცემების თანახმად დადგინდა, რომ თანამედროვე თავჩაქუჩას უძველესი წინაპარი, რომელიც გარეგნული მახასიათებლებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისგან, სულ მცირე 20-26 მლნ. წლის წინ გაჩნდა ოკეანის სიღრმეში.