უმრავლესობაში პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ შესაძლოა უმრავლესობის წევრი რომან კაკულია დაინიშნოს. აღნიშნულ პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვის ინფორმაციას თავად კაკულიაც ადასტურებს.
ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაიას კანდიდატურა განიხილება.
რაც შეეხება პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა, არც დაადასტურა და არც უარყო, რომ აღნიშნულ პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე უნდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურაც უნდა წარმოადგინოს.
უკვე ცნობილია ისიც, რომ სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი იქნებიან