ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.
დეპუტატები ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დიცში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიმიტრი ხუნდაძე ჰუმანიტარული და სოციალური საკითხებით დაინტერესდა.