საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს წერილი გადასცეს, რომლითაც ისინი უკრაინაში დაკავებულ ქართველ ვიცე- პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს თავდებში უდგებიან. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ გიორგი ცერცვაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ასევე არ მოხდეს მისი გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. დოკუმენტს ხელს 21 დეპუტატი აწერს, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციებში შედიან.