ევროკომისია მოკვლევას ჩაატარებს უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული შინაარსის შემცველი მასალის გაზიარებას კრძალავს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ კანონპროექტს ევროკავშირი შეისწავლის.
„უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უნგრეთში მიღებული ახალი კანონის გამო. ჩვენი შეფასებით, ის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას არღვევს. მე მჯერა ისეთი ევროპის, რომელიც იღებს მრავალფეროვნებას და არა ისეთის, ვინც ამას ჩვენს შვილებს უმალავს. სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არავის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახლემძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანზიაციებს LGBT თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.