გაეროს ბავშვთა ფონდის და "გადავარჩინოთ ბავშვების" ერთობლივი განცხადების თანახმად, იმ ეკონომიკურმა ზიანმა, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია, შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის, დამატებით 86 მილიონი ბავშვის სიღატაკე გამოიწვიოს. ამ მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზრდოს და 670 მილიონი შეადგინოს.
"ისეთ მასშტაბური და ღრმა ფინანსური სირთულეებია, რომ ყველა ის ძალისხმევა რომელიც ბოლო წლებში გატარდა ბავშვთა სიღატაკის შემცირების კუთხით, შესაძლოა წაიშალოს და ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა დარჩნენ", - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდში.
ამასთან, ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობებს, სასწრაფოდ გაზარდონ სოციალური უსაფრთხოების სისტემები და სკოლებში კვების ლიმიტი, რათა ბავშვებმა სასწავლო დაწესებულებებში შეძლონ კვება.