ბოლო 9 წლია მსოფლიოს ცხელ წერტილებში არასრულწლოვნებზე ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა. UNICEF-ის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 170 ათასი ფაქტი დაფიქსირდა. 2018 წელს გაეროს ექსპერტებმა არასრულწლოვნებზე ძალადობის 24 ათასი ფაქტი აღწერეს. შემთხვევები ძირითადად კონფლიქტის ზონებში მოხდა. UNICEF-ის მონაცემებით, 2018 წელს მხოლოდ ერთ კონფლიქტის ზონაში დაიღუპა და დაშავდა 12 ათასი ბავშვი. ტენდენცია შენარჩუნდა და 2019 წელს მხოლოდ 6 თვეში არასრულწლოვნებზე ძალადობის 10 000 შემთხვევა დაფიქსირდა. UNICEF-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ფაქტის შესწავლა ხდება, ძალადობის მაჩვენებელი ბავშვების მიმართ მაინც მაღალია.