აშშ-ში უნიკალური კონტაქტური ლინზების გაყიდვა დაიწყო. აღნიშნული ლინზები მუქდება მზეზე და ისევე იცავს თვალს, როგორც ფოტოქრომული მინებიანი სათვალე. საუბარია ყოველდღიურად სატარებელ რბილ კონტაქტურ ლინზებზე, რომლებიც დამატებით კომპონენტს შეიცავს. ლინზები ულტრაიისფერი გამოსხივების დონის მიხედვით სხვადასხვანაირად რეაგირებს. 90 წამის განმავლობაში ლინზებს შეუძლია სინათლის შეცვლილ გამოსხივებაზე რეაგირება, ააქტიურებს რა მზეზე დამუქების რეჟიმს. თუმცა, ლინზის შემქმნელები მიუთითებენ, რომ ასეთი ლინზები მზის სათვალეს სრულად ვერ შეცვლის.ექპერტებმა კვლევის თანახმად, რომელიც 24 ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა , დადგინეს , რომ ლინზები ხელს არ უშლიდა ავტომობილის მართვისა და საგნების გარჩევის უნარზე დღეღამის ბნელ და ნათელ პერიოდში.