ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის შემოსავლები, რომელიც ეკუთვნის მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს უორენ ბაფეტს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 56 მილიარდ 840 მილიონ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში 63 მილიარდ 580 მილიონს შეადგენდა.როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში კომპანიის ოპერაციული შემოსავლები გასული წლის 6 მილიარდ 140 მილიონი დოლარიდან 5 მილიარდ 510 მილიონამდე შემცირდა. კომპანიის სუფთა მოგება კი პირიქით 26 მილიარდ 407 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway წლიდან წლამდე კონგლომერატად გადაიქცა, რომელშიც 80 კომპანია შედის. ისინი საქმიანობენ ისეთ სფეროებში როგორიცაა დაზღვევა, ინვესტირება, ავეჯის წარმოება და რეალიზაცია, საიუველირო საქმიანობა, ტანსაცმელი და სურსათი.