ტყვიის საფასურში დრო და დრო ცოცხლდება ბუდუ მდივნის ოჯახის წევრების ისტორიები. ეს ის ოჯახია, რომელმაც ყველაზე მწარედ იწვნია დიდი ტერორის სიმწარე. პრაქტიკულად განადგურებული ოჯახის უკანასკნელი დახვრეტილი არჩილ მდივანი იყო.ის უყვარდათ და მას შენატროდნენ, ის დაუმარცხებელი და ლეგენდარული იყო. იმდენად ლეგენდარული, რომ თითქმის საუკუნის შემდეგაც, მის სახელს და გვარს, წარმატებებსა და მიღწევებს ახლაც ვაცოცხლებთ. მართალია, არჩილის დამჩრდილავი არავინ იყო, თუმცა მას დაუპირსპირდა საბჭოთა რეჟიმი და შეიწირა კიდეც. არჩილ მდივანი ცნობილი ჩგბურთელი იყო. ის ჩეკისტების ტყვიას რომ გადარჩენოდა, შესაძლოა, საერთაოშორისო დონის ჩემპიონი გვყოლოდა ქართულ სპორტში. თუმცა, ტურნირამდე იყო, გაწითლებული საქართველო, დამონებული ქართველები, გაყიდული მამულიშვილები და გაწყვეტის წინაშე მდგომი ღირსეული პატრიოტები. მერე სტალინი და სამეული, ჯალათი და მიზანში ამოღებული ტყვია, მსხვერპლი, 26 წლის არჩილი.