"უსასრულოდ ასე არ გაგრძელდება" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი და მოსახლეობას C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევების დროულად ჩარატებისკენ მოუწოდებს. დავით სერგეენკოს თქმით ამ ეტაპზე გამოკვლევები უფასოა და ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება. მისივე განცხადებით ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამით მომავალში ე.წ გენეტიკური კვლევის დაფინანსება მოხდება.