ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მართვაში სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.
როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, ხელისუფლებამ და ექიმებმა პანდემია ყველა ეტაპზე ეფექტიანად მართეს.