"სინათლე ოკეანეებს შორის" - ავსტრალიელი მწერლის მ. ლ. სტედმანის სადებიუტო რომანია. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, ის 2012 წლის 20 მარტს, ავსტარიურმა გამოცემა რენდამ ჰაუს ავსტრალიამ გამოსცა და მას შემდეგ, წიგნით ბევრი ქვეყნის გამომცემლობები დაინტერესდა. "სინათლე ოკეანეებს შორის" ნათარგმნია 40 ენაზე. ქართველი მკითხველისთვის, მშობლიურ ენაზე წიგნი ხელმისაწვდომი 27 იანვრიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 1 კვირის გამოსულია, შთაბეჭდილების მოხდენა უკვე ბევრ მკითხველზე მოასწრო.
"პალიტრა L" -მა წიგნი საჩურად გადასცა ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, ამ დრამის მთავარი პერსონაჟის მსგავსად მორიგეობენ პოსტებზე, და ემსახურებიან სამშობლოს. ეს არიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები.