2019 წლის ივლისში საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ 374 მილიონ 700 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 13.3%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის ანალიტიკურ ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი 432 მილიონ 500 ათასი დოლარი იყო.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ივლისში ქვეყანაში სულ 1 მილიონ 127 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 ათასით მეტია. ამასთან გაზრდილია ტურისტების რაოდენობაც, თუ 2018 წლის ივლისში ვიზიტორებიდან 565 ათასი ტურისტი იყო. 2019 წლის ივლისში 570 ათას 500 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.