პირველ კვარტალში საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 434 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 23.3%-ით მეტია 2016 წლის I კვარტალის მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 0.8%-ით მეტია.
2017 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 786 282 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.4%-ით მეტია. გასულ წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა.