მეცნიერებმა დადგინეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, უზარმაზარი ნისკარტით სახელგანთქმული ვარხვი, პლანეტის უძველესი ბინადარია, რომლის შორეული წინაპრები დაახლოებით 40-50 მლნ. წლის წინ გაჩდნენ დედამიწაზე და სულ მცირე 400 კილოგრამს იწონიდნენ.ვარხვის გავრცელების არეალი თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს ანტარქტიდის გარდა. ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, მსხვილი ტბებისა და მდინარეების, ან ზღვების სანაპიროზე ბინადრი ფრინველი მკვიდრი ცხოვრების წესს მისდევს, არეალის ჩრდილოეთ ნაწილში დაბინავებული კი, გამოსაზამთრებლად აზიაში ან აღმოსავლეთ აფრიკაში მიფრინავს.