„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს ახმოვანებს. როგორც გოგუაძემ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები სასამართლოსთან დაკავშირებით უპირისპირდებიან არა ირაკლი კობახიძეს და მის ჯგუფს, არამედ ყოფილ პრემიერ-მინისტრს. გოგუაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის მესიჯების გამხმოვანებელს უწოდებს.