უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის სასამართლოს პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება. სამართალდამცველები ზუბალაშვილებისა და მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს.
ასევე იხილეთ: "რუსთავი 2" საგანგებო რეჟიმში იმაუწყებლებს და უზენაესი სასამართლოსთან აქციაზე მისულ ნებისმიერ მსურველს ეთერს დაუთმობს