პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისთვის ემზადება. საკითხზე მსჯელობა პარლამენტში 12 დეკემბერს არის დაგეგმილი.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. თავის მხრივ ოპოზიციაში აღნიშნავემ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები ყველა იმ ოდიოზურ მოსამართლეს დაუჭერენ მხარს ვინც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანშია.
მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.