აშშ-ს საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით ეხმაურება. საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, „იმ მღელვარების გათვალისწინებით, რაც თან ახლდა პარლამენტში კენჭისყრას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“. აშშ-ის საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ მოსმენებისას მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. საელჩო წუხს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს კანდიდატებიც არიან.