პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან. მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უკვე უყარა და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე წარუდგინა. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირას მოუსმინა.