თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდება მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე.
კალაძემ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირისა და გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყება, ისე როგორც დასასრულს უახლოვდება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.