24 ივნის აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას დუსელდორფის სანმარტინუსის კლინიკის ვისცელარული და ბარიატრიული ქირურგიის მიმართულების ხემძღვანელი, მედიცინის დოქტორი დიმიტრი დაიხინი ეწვია, რომელმაც უფასო კონსულტაციები გაუწია პაციენტებს. გერმანელმა პროფესორმა ქართველი ქირურგებისთვის ჩაატარა ასევე მასტერ კლასი თემაზე ბარიატრიეული ოპერაციების შემდგომი გართულებები.
აღსანიშნავია,რომ გერმანელმა ქირურგმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩაატარდა მინი გასტრიკ ბაიპასის შემდგომი მარგინალური წყლულის სადემონსტრაციო რეკონსტრუქტული ოპერაცია, რომლის პირდაპირ ტრანსლაციის ნახვის საშუალება ჰქონდათ ადგილზე მისულ ექიმებსა და სტუმრებს.