ოპოზიციას ქართული ოცნების არ სჯერა. როგორც ცალკელული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ქართულმა ოცნებამ მუხტის დასაგდებად გამოიტანა. სტრატეგია აღმაშენებელში მკაფიოდ აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან იმ შემთხვევაში ითანამშრომლებენ თუ მმართველი პარტია დეოლოგარქიზაციის მნიშვნელობას, ბიძნა ივანიშვილისთვის ძალაუფლების სრულ ჩამორთმევაში დაინახავს. ნებისმიერ პროცესში ჩართვისთვის მზად ყოფნას გამოთქვამს პარტია „გირჩი“, სადაც მიაჩნიათ, რომ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტა, 6 თვეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელია.