სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით მოსამართლემ ძალაში დატოვა პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულმა ივანე მერაბიშვილმა მიმართა.