09:49
20 სექტემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატებითაც იქნება შესაძლებელი
23-08-2019

ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატებითაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში" ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

მეწარმე სუბიექტმა, რომელსაც სურს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები ელექტრონული აპარატების მეშვეობით განახორციელოს, რეგისტრაციის მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ელექტრონული აპარატი იღებს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტას. უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება, გარდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის.

ამასთან, ბრძანების თანახმად, კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 ათას ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

AutoPlay
საქართველოში კონტრაბანდული თამბაქო ისევ იყიდება
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 25.3%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ევროპის წამყვანი ახალი ამბების არხი Euronews-ი საქართველოს ტელესივრცეში დაიწყებს მაუწყებლობას
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
ივლისში ბანკებმა საქართველოში 177 მილიონ 900 ათასი ლარის ქონება დაისაკუთრეს
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
სავალალო სტატისტიკა - გასულ წელთან შედარებით სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა 2-ჯერ არის გაზრდილი
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები