23:52
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ვალვერდეს ვარდნისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს, მიუნხენის ''ბაიერნმა'' კი ''აუდისთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა
16-01-2020

მადრიდის "რეალის" ურუგვაელი ნახევარმცველი ფედე ვალვერდე ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ ალვარო მორატას წინააღმდეგ გაკეთებული ვარდნის გამო 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფედე ვალვერდემ ბოლო იმედის ჯარიმა მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ესპანეთის სუპერთასის ფინალური შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე აიღო და წითელი ბარათიც დაიმსახურა. შედეგად ურუგვაელი ფეხბურთელი 18 იანვარს გასამართ მატჩს სევილიასთან გამოტოვებს.

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბავარიულმა გრანდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა ავტოკონცერნ "აუდისთან". გავრცელებული ინფორმაციით "აუდისა" და "ბაიერნს" შორის ხელშეკრულება 2029 წლამდე გაფორმდა, რომლის მიხედვითაც გერმანული გრანდი 500 მილიონ ევროს მიიღებს. "აუდი" მიუნხენელებთან უკვე 17 წელია თანამშრომლობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები