ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ვანო მერაბიშვილს შეხვდა."ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე", - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.