მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე“, - ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.მეჭიაურის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დანაშაული გამოსწორდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. „ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ „კაპოტზე“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.