უნიკალური ფრინველი, რომელიც ერთადერთია ველურ ბუნებაში, რადგან საერთოდ არ ჰყავს მონათესავე სახეობები, პლანეტის უძველესი ბინადარია. მეცნიერების მტკიცებით, პირველყოფილი ვარხვი სულ მცირე 40–50 მილიონი წლის წინ დაბინავდა დღევანდელი აფრიკის კონტინენტზე, თუმცა თანამედროვე მემკვიდრისგან განსხვავებით გიგანტური გაბარიტბით – მთელი 400 კილოგრამით იწონებდა თავს.
მართალია, საკუთარ ოჯახში ვარხვი მხოლოდ 8 ქვესახეობას აერთიანებს, რომლებიც ნაკლებად შესამჩნევი ნიუანსებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ წარმომადგენლობითი პოპულაცია მაინც ყველა კონტინენტზე ვრცელდება და ყველგან კომფორტულად გრძნობს თავს ანტარქტიდის გარდა. ზომიერი სარტყელის ბინადარი ვარხვი ხშირად მიგრირებს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, მისი ნათესავი ტროპიკული და სუბტროპიკული რეგიონებიდან კი, მკვიდრი ცხოვრების წესს მისდევს და მეტწილად ზღვის ან მსხვილი წყალსატევის ნაპირზე იდებს ბინას.