აშშ-ის დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. "წიწაკის სპრეი" გამოიყენა.
მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.
CNN-ის ცნობით, "წიწაკის სპრეით" დაზარალებული მოქალაქეები თვალებსა და სახეებზე წყალსა და რძეს ისხამდნენ.
ვაშინტონის გარდა საპროტესტო აქციები აშშ-ის ათობით ქალაქში იმართება.