ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ცერემონიას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად დაესწრო.
„ახლა ჩვენ რამდენიმე დღეღა გვაშორებს მილიონობით დოზა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გავრცელებამდე, რომელიც მალე დაასრულებს პანდემიას და გადაარჩენს მილიონობით სიცოცხლეს. ეს ნამდვილად შობის სასწაულია, მედიცინის უდიდესი მიღწევა“, - განაცხადა ტრამპმა ნაძვის ხის ანთების ცერემონაზე და მან ამერიკელებს ბედნიერი შობა უსურვა.
ვაშინგტონში მთავარი ნაძვის ხის განათების ტრადიცია უკვე 98 წელია არსებობს.