21:47
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა
25-02-2021

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 13 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 5 მილიონი დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 12 ათას 500 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები