1-ლი ოქტომბრიდან ვატიკანის ტერიტორიაზე შესასვლელად მოგზაურებმა კოვიდ-სერთიფიკატი უნდა წარადგინონ, რომელიც პირის ვაქცინაციას, COVID-19-ისგან უახლეს გამოჯანმრთელებას ან ტესტის უარყოფით პასუხს დაადასტურებს. Vatican News-ის ცნობით, კოვიდ-სერტიფიკატებს მხოლოდ ღვთისმსახურებაში მონაწილე პირებისგან არ მოითხოვენ.
20 სექტემბრის ბრძანების თანახმად, კოვიდ-სერთიფიკატი საჭირო იქნება როგორც ვატიკანის ტერიტორიაზე, ისე რიგ ექსტრატერიტორიულ უბნებში შესასვლელად. კოვიდ-საშვი ვატიკანის Green Pass ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი სერთიფიკატი იქნება.
როგორც ცნობილია, იტალიაში, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, საჯარო და კერძო სექტორის სამუშაო დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდ-საშვების წარდგენა სავალდებულო ხდება.