თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონმა სიტუაციაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ოცეულის დონეზე გაიმართა. ოცეულმა ემ-240-ტიპის ტყვიამფრქვევების საცეცხლე მხარდაჭერით თავდაცვითი ოპერაცია განახორციელა. სწავლების უსაფრთხოება 41-ე ბატალიონის დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა უზრუნველყო. სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღებული საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.