ვებგვერდ ConservativeHome-ის გამოკითხვის თანახმად, ბრიტანეთის არაპოპულარული პოლიტიკოსების სიაში ტერეზა მეი მოხვდა. მან ნუსხაში მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი კი პატრიკ მაკლაფლინს ერგო. როგორც გამოცემა იუწყება, პრემიერ-მინისტრის რეიტინგის კლება მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ტერეზა მეი ცუდად მუშაობს. ყველაზე პოპულარულ მინისტრებად კი დეივიდ დევისი, რომელიც ბრექსითის საკითხებს კურირებს და საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი დასახელდნენ.