თბილისის მერიამ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო კომისიაში განცხადებების მიღება 23 ოქტომბერს დაწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 მილიონ 634 ათას 83 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ „ვეფხვი და მოყმის“ ხიდის აშენების ისტორია 2012 წლიდან იწყება. ეს პროექტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ეკუთვნოდა. ე.წ. დაკიდულ ხიდს მარშალ გელოვანის გამზირი სამტრედიის ქუჩასთან უნდა დაეკავშირებინა. თუმცა, 2013 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადა და ამის ერთ-ერთ მიზეზად სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლების პრეტენზიები დაასახელა.
თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი გაირკვა, რომ ე.წ. დაკიდული ხიდი აუცილებლად აშენდებოდა. 2017 წლის დასაწყისში ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება ჯერ თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძე გააკეთა, შემდეგ კი ხიდის პროექტი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა.