„ველოდებით, რომ სტატუს კვო სრულად აღდგება და ეკლესიის მსახურები მრევლთან ერთად შეძლებენ ასვლას ჩვენს წმინდა სალოცავში, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრა ნიუსს“ განუცხადა. მან ისაუბრა აზერბაიჯანული მხარის მიერ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნაზე და აღნიშნა, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.მანვე აღნიშნა, რომ საპატრიარქო მიესალმება როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან აქტიურ ჩართულობას, ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პოზიციასაც. ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.