კომპანიამ Manta5, რომელიც ახალ ზელანდიაშია დაფუძნებული, გამოუშვა თანამედროვე ველოსიპედი, რომელიც ისევე გადაადგილდება წყალში, როგორც ხმელეთზე. Hydrofoiler XE-1 ეს არის ინოვაციური ველოსიპედი, თავისუფლად დაცურავს წყალში. როგორც ამბობენ ეს არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი წყალქვეშა ველოსიპედო , რომელიც წალში და წყლის ზეპირზეც გადაადგილდება. მისი მართვის სწავლას დაახლოებით იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც ჩვეულბერივ ველოსიპედს. იდეის ავტორების თქმით, ველოსიპედს აქვს მოდულური დიზაინი, ადვილად იწყობა და მისი ტრანსპორტირება მარტივია. წყლის ველოსიპედს ავქს 400 ვატინი ძრავი, რაც გადაადგილებისთვის საკმარისი მამოძრავებელი ძალაა. Hydrofoiler XE-1 აერთიანებს ელეტრო ძრავის და წყალქვეშა გემის ფრთის სისტემას, რის შედეგადაც მიიღება დახვეწილი ულტრათანამედროვე ველოსიპედი. როგროც ბიზნეს ინსაიდერი ამბობს, ველოსიპედი იყენებს აფრებიანი ნავის ტექნოლოგიას, რომელიც მას წყალში თავისუფლად გავლის საშუალებას აძლევს. ველოსიპედს 70-100 კილოგრამის გაძლება და 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. როდესაც თქვენ პედალს ატრიალებთ, ველოსიპედის ფრთები იწყებს მოძრაობს და ველოსიპედი წლის ზედპირზე ამოდის. წყლის ველოსიპედით ცურვა შეგიძლიათ ისვე როგორც ტბაზე, მდინარეზე, ასვე ზღვაში და ოკეანეში.