საზრიანობით და მოხერხებულობით გამორჩეული სიასამური კვერნისებრთა ოჯახიდან, ტაიგის ტიპიური ბინადარია, რომელიც მართალია, მკვიდრი და განმარტოვებული ცხოვრების წესს მისდევს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ დამფრთხალი და მტერს გაქცეული არც მეზობლების ტერიტორიაზე შეჭრას და მათი სიშვიდის დარღვევას ერიდება. ველურ ბუნებაში ძალიან ცოტა თუ დაიკვეხნის სიასამურისთვის დამახასიათებელი არისტოკრატულობით, დახვეწილი გარეგნობით და ძვირფასი ბეწვით, რომლის წყალობით ცხოველმა "ველური ბეწვის ქურქის" და "რბილი ოქროს" მეტსახელიც კი, შეიძინა.