ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო მის მხარდამჭერებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დეფიციტი მოსახლეობამ უნდა გააპროტესტოს, ამას გარდა, როგორც ის აცხადებს, საჭიროა ფინალური ზეწოლა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რათა ის გადადგეს. შეგახსენებთ, ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობას ორშაბათიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება. შედეგად შეფერხებულია საავადმყოფოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, წყლის და სხვა სერვისების სამსახურების მუშაობა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი. მადურო ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზად ოპოზიციისა და აშშ-ის მხრიდან საბოტაჟს ასახელებს. როგორც მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები ვენესუელაში შაბათს გაიამრთება.