კარაკასში ვენესუელის გვარდიის შექმნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აფეთქების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის ლიდერი ნიკოლას მადურო სიტყვით გამოდიოდა. დაცვის წევრებმა პრეზიდეტი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს, აღლუმისთვის განლაგებული ჯარისჯკაცები და დამსწრე მოქალაქეები დაიშალნენ. პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტა. გამოძიების ცნობით, აფეთქებისთვის დრონი გამოიყენეს, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული. თავდასხმა პრეზიდენტ მადუროზე იგეგმებოდა. აფეთქების დროს 6 სამხედრო დაიჭრა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.