ვენეციის კინოფესტივალზე სერიალ „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელების - "ახალი პაპის" ორ სერიას აჩვენებენ. ფესტივალზე რეჟისორ პაოლო სორენტინოს ახალი 10-სერიანი ნამუშევრის მეორე და მეშვიდე ეპიზოდს აჩვენებენ. სერიალში მთავარ როლებს ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ, ეპიზოდურ როლებში კი შერონ სტოუნი და მერილინ მენსონი გამოჩნდებიან.ისევ შეგახსენებთ რომ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნება და 7 სექტემბერს დაიხურება.