საქართველოში გეგმიური სპეცრეისით საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმებას გავლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მოეწყო. საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსებას ადგილზე დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
10 აპრილის ჩათვლით ევროპის მიმართულებებიდან კიდევ რამდენიმე რეისია ჩანიშნული.