ვენის ალბერტინას მუზეუმი, სადაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის თიზერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. როგორც "ალბერტინას მუზეუმის" ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, მუზეუმი საგამოფენო სივრცეს უთმობს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის გამოფენას - "მისი კაშკაშა და დამაჯერებელი ნამუშევრები ძველი საქართველოს ცხოვრებიდან სცენებსა და ცხოველებს აჩვენებს, ასევე ადამიანებს… ეს არის ავანგარდული მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ", - აღნიშნულია სტატიაში.ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენა, სახელწოდებით NIKO PIROSMANI - A Wonderer Between Worlds 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. გამოფენის მთავარი მიზანია მხატვრის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.